პოლონეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის “People PR” და პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით, პოლონეთის ქალაქ გდანსკში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც ცნობილი ღვინის ექსპერტი, სომელიე და ღვინის სკოლის დამფუძნებელი სიმონ მილონასი (Szymon Milonas) უძღვებოდა, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია საქართველოს, საქართველოს მეღვინეობის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქართული კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ცნობილი პოლონელი სომელიეები და კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. 2021 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 7 მილიონ ბოთლს გადააჭარბა. ექსპორტი მზარდია მიმდინარე წელსაც; იანვარ-მაისში ექსპორტირებულია 2,8 მლნ ბოთლი, ზრდა 25%-ს აღწევს.

შემთხვევითი სიახლე

რეგიონებში ვიწყებთ ბიზნეს ჰაბების განვითარების პროექტს – მიხეილ ხიდურელი

UNDP-ის და USAID-ის მხარდაჭერით ვიწყებთ ბიზნეს ჰაბების კონცეფციის განვითარებას, რომელიც რეგიონებში ადგილობრივი ბიზნესების პროექტების მხარდაჭერას …