ქართული ღვინის დეგუსტაცია გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის (GBDC) ორგანიზებით, ქალაქ ლაიფციგში გამართულ დეგუსტაციაზე, ქართული ღვინის მწარმოებელმა 36 კომპანიამ 100-ზე მეტი სხვადასხვა ღვინო წარადგინა.
ქართული ღვინის დეგუსტაციის ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ ლაიფციგის სავაჭრო სამრეწველო პალატის, ლაიფციგის ქართული დიასპორის, ღვინის მაღაზიების, რესტორნების და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ღვინის ტრეიდერები და მარკეტოლოგები გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო როგორც მცირე მარნების, ისე დიდი და საშუალო კომპანიების ქართული ღვინო.
პრეზენტაციებს საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის (GBDC) ხელმძღვანელი სერგო ბარამიძე და ქართველი მეღვინეები უძღვებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ონლაინ მასტერკლასის საშუალებით, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიას, ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებასა და ქართული ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვას. მასტერკლასი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ გამართა.
საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის (GBDC0) ორგანიზებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის და გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობის ღონისძიებები, მათ შორის, ბიზნესექტორის წარმომადგენლების შეხვედრები და დეგუსტაციები ასევე გაიმართა გერმანიის ქალაქებში: ჰამბურგი, ბერლინი, გეიზენჰაიმი, ფრანკფურტი

შემთხვევითი სიახლე

ქართულ ტურისტულ ბაზარზე ახალი, უნიკალური პროდუქტი „ქარავანი“ გამოჩნდა

„მუსიკალური ქარავანი“ – ეს არის ტურისტული მოძრაობა, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს ტურისტულ ღონისძიებებს გემოვნებიან …