„ქართული რძის“ ნიშანს ყველის მწარმოებელი 14 საწარმო ფლობს

თბილისი (BPI) – საქართველოში “ქართული რძის” ნიშანი 14 საწარმოს აქვს.

„ქართული რძის“ ნიშანი გაიცემა იმ საწარმოებზე, რომლებიც ყველს აწარმოებენ ქართული ტრადიციების შესაბამისად, ადგილობრივი ნედლი რძისგან და არ იყენებენ რძის ფხვნილსა და მცენარეულ ცხიმს. აღნიშნული ნიშნის მისაღებად, საწარმომ უნდა გაიაროს პირველადი, დოკუმენტური შემოწმება, რომლის დროსაც მოწმდება არის თუ არა კომპანია ბიზნესოპერატორად რეგისტრირებული, აქვს თუ არა აღიარება სურსათის ეროვნული სააგენტოსგან და ნერგავს თუ არა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემას (HACCP). მეორე ეტაპზე, საწარმოს შემოწმება მოხდება ადგილზე და დოკუმენტებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გაიცემა „ქართული რძის“ ნიშანი.

პირველი ნიშანი „ქართული რძე“ გაიცა 2019 წლის მარტში.

„საქართველოს რძის“ ნიშნის მმართველი ორგანოა საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი. აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, MERCY CORPS-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

ღვინის მაღაზიაში „8000 მოსავალი“ გამართული ღონისძიების ფარგლებში, „ქართული რძის“ ნიშნის მფლობელი კომპანიების პროდუქციისა და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რძის გადამმუშავებელი და ყველის მწარმოებელი საწარმოების, სავაჭრო ობიექტების, დარგობრივი ასოციაციების, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შემთხვევითი სიახლე

ხალიკ ბანკს პორტფელი შეუმცირდა

თბილისი (BPI) – „ხალიკ ბანკის“ წილი  მომგებიან ბანკებში (13) 1 თებერვლის მდგომარეობით, 1.3%-ია. ყაზახური ბანკის სესხების პორტფელი  …