ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისმა კომიტეტმა მორიგი შეხვედრა გამართა

დღეს ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის სხდომა ჩატარდა, სადაც ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კომიტეტი ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის საფუძველზე 2020 წელს შეიქმნა და მის შემადგენლობაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი (კომიტეტის თავმჯდომარე), ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსები შედიან.

კომიტეტის ძირითადი ამოცანაა ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, უწყებებს შორის კოორდინაცია. შეხვედრისას განიხილეს ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების ბოლოდროინდელი დინამიკა და რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩოს მიმართულებით არსებული მიმდინარე აქტუალური საკითხები.

კომიტეტის წევრებმა ისაუბრეს რეზოლუციის ჩარჩოს განვითარებისა და ევროპულ პრაქტიკასთან დაახლოების გზებზე და მიმოიხილეს გადადგმული ნაბიჯები. საუბარი შეეხო დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის (MREL) დაწესებას სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისთვის, რომლის შესახებაც ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 31 მაისს მიიღო. წევრებმა აგრეთვე განიხილეს სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მოიაზრებს კომერციული ბანკების მიერ ფონდში წინასწარი კონტრიბუციების განხორციელებას და ამ გზით ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობას.

ამასთან, კომიტეტის წევრებმა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების შესრულების სტატუსი და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

შემთხვევითი სიახლე

ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ. ზუგდიდის …