ფარმაცევტული კომპანიებისგან მოძიებული ინფორმაციით არის 200-მდე მედიკამენტი, რომლის ფასის მარჟა ადის 1000%-ზე – მინისტრი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ მედიკამენტები, რომლებიც თურქეთში 5 ლარი ღირს, საქართველოში სხვა ქვეყნის წარმოებული, მაგრამ იგივე ბრენდით და დასახელებით 10-ჯერ მეტ ფასად იყიდება. მისი განმარტებით, რამდენიმე თვის წინ კონკურენციის სააგენტოს პრემიერის დავალებით დაევალა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ბაზრის მოკვლევა, მიმოხილვა და იმ ნიუანსების გავლა, რაც მედიკამენტების ფასების კლების კუთხით შეიძლება გაკეთებულიყო ქვეყანაში.

“ერთ-ერთი საკითხი იყო თურქეთის გახსნის საკითხი. იყო 13 რეკომენდაცია. პირველ ეტაპზე სასწრაფოდ ჩავთვალეთ თურქეთის ბაზრის გახსნა. სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიებისგან მოძიებული ინფორმაციით არის 200-მდე მედიკამენტი, რომლის ფასის მარჟა ადის 1000%-ზე. ამ 200 მედიკამენტში არის მედიკამენტები, რომელიც თურქეთში 5 ლარი ღირს, საქართველოში სხვა ქვეყნის წარმოებული, მაგრამ იგივე ბრენდით და დასახელებით იყიდება 10-ჯერ მეტ ფასად. ამიტომ მედიკამენტები მცირე რაოდენობით, ჩანთებით შემოჰქონდათ, ან აბარებდნენ მედიკამენტების ჩამოტანას. ზუსტად იგივე დასახელების მედიკამენტები ხშირ შემთხვევაში 10-ჯერ იაფი ღირს იქ. რადგან ფასწარმოქმნის დროს ძირითადი ფასი გამომდინარეობს იქიდან, რაც ღირს მედიკამენტი იმპორტირებულ ქვეყანაში, ამას მერე ემატება ფარმაცევტული მარჟა. აქედან გამომდინარე, მედიკამენტებზე ფასი საქართველოში უნდა გაიაფდეს“, – განაცხადა აზარაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში მიმდინარე „თვინინგის“ ფარგლებში სამეთვალყურეო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებული …