ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადის გადავადებას და ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვს

თბილისი (BPI) – ჩემი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული სასტუმროს ზარალი 120- 150 000 დოლარამდეა, – ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მართვაში 6 სასტუმრო აქვს და ზარალის ჯამური მოცულობა დაახლოებით, 900 000 დოლარამდეა.

კორონავირუსის გამო გაუქმებული ჯავშნების ფონზე, 2 მილიონამდე ლარის ზარალს ელის „აჭარა ჯგუფი“.
ჯგუფის დირექტორი ამბობს, რომ ჯავშნები მარტსა და აპრილში თითქმის სრულად გაუქმებულია.

2 თვიან ჩავარდნაზე საუბრობენ სხვა სასტუმროების წარმომადგენლებიც. მათი თქმით, ძირითადად ჯავშნების მაისსა და შემდეგ თვეებში გადატანა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის მიმართ პოზიტიური მოლოდინია, სასტუმრო ბიზნესი დახმარებას ითხოვს.

მათი მთავარი მოთხოვნა ქონების გადასახადის გადახდის გადავადება, კომუნალურ კომპანიებსა და ბანკებთან შუამავლბაა, რომ ამ პერიოდში მათი გადასახადების გადახდაზე „მორატორიუმი გამოცხადდეს“.

„არ ვითხოვთ სუბსიდიას, ან არგადახდას, საუბარია მხოლოდ გადავადებაზე, რომ ეს რთული პერიოდი დარგმა შედარებით უმტკივნეულოდ გაიაროს“, – აღნიშნავენ სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დღეს ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ.

„მზად ვართ, განვიხილოთ ჩვენი ტურისტული მარკეტინგული სტრატეგიის გადაწყობა იმდაგვარად, რომ დღევანდელ გამოწვევას უკეთ უპასუხოს და ამით ამოვუდგებით გვერდზე ბიზნესს. ასევე, დავპირდი, რომ ის ღონისძიებები, კონფერენციები თუ ტრენინგები რომელიც შეიძლებოდა შემოდგომაზე გამართულიყო გავმართოთ ახლა და ამით დავტვირთოთ სასტუმროები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება გადასახადების გადავადებას, მინისტრის თქმით, ამაზე ეკონომიკურ გუნდში გაიმართება მსჯელობა.

ბიზნესპარტნიორი

შემთხვევითი სიახლე

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო

თბილისი (BPI) – ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სასელექციო მასალად იყენებენ და …