ტრანსკასპიურ დერეფანში ტვირთბრუნვა 71%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტით ტვირთბრუნვა 71%-ით გაიზარდა და 10,7 ათას კონტეინერს მიაღწია. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ეს მაჩვენებელი დერეფანში რეკორდულია.

ტვირთბრუნვის შედეგები ყაზახეთის ქალაქ ალმათში საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TITR), ასოციაცია ТМТМ-ის შეხვედრაზე შეაჯამეს. შეხვედრაზე საქართველოს რკინიგზის დელეგაცია დაესწრო გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელმძღვანელობით. აღინიშნა, რომ 2019 წლის აპრილში წამოწყებულმა საფიდერო სერვისმა მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფანში (Middle Corridor) ტვირთის ოდენობა და შეამცირა საკონტეინერო გადაზიდვის დრო.

ასოციაცია ТМТМ-ს ახალი წევრებიც შეემატნენ – ჩინური კომპანია ,,Xi’an Continental Bridge International Logistics Co., Ltd“ და ყაზახური  – ,,აქტაუს საზღვაო ჩრდილოეთ ტერმინალი“. შეხვედრაზე შეთანხმდა  2020 წლის სატარიფო პოლიტიკა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

BAG-ში ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის დეტალები განიხილეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში ბაზრის მონაწილეებმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი …