სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ხონის, ლაგოდეხის, წალკის, ახმეტის, ნინოწმინდის, თეთრიწყაროს, მარნეულის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებულ 133 ოჯახს – 621 ეკომიგრანტს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში გადასცემს.
გადასაცემ ქონებაზე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შუამდგომლობა წარადგინა ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შესაბამისად, ამ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლებით დაუკანონდეთ მათ ფაქტობრივ მფლობელებს.

შემთხვევითი სიახლე

UNICEF-ის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ. ზუგდიდში …