სტარტაპებისთვის 10 მილიონიანი ფონდი შეიქმნა

თბილისი (BPI) – ქართული სტარტაპებისთვის 10 მილიონიანი ფონდი შეიქმნა, საიდანაც ყოველი ინოვაციური პროექტი 650 000 ლარიან გრანტს მიიღებს.

პროგრამას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით ახორციელებს.

თანადაფინანსების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა 22 მაისს ტექნოპარკში გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

“ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან. სწორედ ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ახალგაზრდა მეწარმეებში, სტარტაპერებში, მეცნიერებში და ნოვატორებში არიან ადამიანები, რომლებიც შექმნიან გლობალური მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიურ წარმოებებს და სწორედ ისინი შეძლებენ, რომ საქართველომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებულმა ქვეყანამ.” – აღნიშნა ბახტაძემ.

თანადაფინანსების ინოვაციური გრანტების პროგრამა 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ინოვაციების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო
განაცხადის შევსება

თამარ ძინძიბაძე

შემთხვევითი სიახლე

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის მომსახურებების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დღეიდან …