სიმძლავრის პირველი აუქციონის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N556 დადგენილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით გამოცხადებული სიმძლავრის პირველი აუქციონის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა.

დაინტერესებული პირების მიერ საინიციატივო შეთავაზებების წარდგენა მოხდა დახურული კონვერტის სახით. წარმოდგენილ იქნა ათეულობით განაცხადი, რომელთაც სიმძლავრის აუქციონის კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს. უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთხსენებული დადგენილებისა და სიმძლავრის აუქციონის წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აგრეთვე შესაბამისობაში მოდიან არსებული მხარდაჭერის სქემის მიზნებთან.

წინადადებების განხილვისა და სიმძლავრის აუქციონის კომისიის მიერ პროექტების გამარჯვებულად გამოცხადების შემდგომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შერჩეულ განაცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

სიმძლავრის აუქციონის პირველი ეტაპით დარგს მიეცემა საშუალება დამატებით ექსპლუატაციაში მიიღოს 300 მგვტ. დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურები.აღსანიშნავია, რომ განაცხადების მიღება 2023 წლის 10 თებერვალს დაიწყო და 2023 წლის 27 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …