სემეკში ტაჯიკეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ტაჯიკეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც შეეხებოდა ენერგეტიკის სექტორის რეგულირების პრინციპებსა და მნიშვნელობას.   

შეხვედრა გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და ტაჯიკეთის ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მინისტრის მოადგილემ, საფარზოდა მანუჩერ ბახოდურმა.     

სემეკის წარმომადგენლებმა ტაჯიკელ სტუმრებს გააცნეს ენერგეტიკის სექტორის რეგულირების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის, ბაზრის მონიტორინგისა და ელექტროენერგიის ქსელის წესების საკითხები. ამასთანავე, მიაწოდეს ინფორმაცია სატარიფო პოლიტიკისა და ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხის კონტროლის მნიშვნელობის შესახებ.

შემთხვევითი სიახლე

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მიმდინარე კვირაში, ქართული ღვინო ორ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ორ …