სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და  რუმინეთის მარეგულირებელი ორგანოს პრეზიდენტმა, ჯორჯ ნიკოლესკუმ.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის რეგულირების საკითხებზე გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, რაზეც პერიოდულად ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს.

გარდა ამისა, მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების შესახებ, რომელიც ეფუძნება კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს. ასევე, მხარეები ითანამშრომლებენ ენერგეტიკულ სისტემაში განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციის საკითხებზე.

შეთანხმების შესაბამისად, მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას, გაცვლიან ინფორმაციასა და გამოცდილებას რეგულირებადი ბაზრის ოპერატორების ლიცენზირებასთან, მონიტორინგსა და კონტროლთან დაკავშირებულ თემებზე, მათ შორის კონტროლის საქმიანობის მეთოდოლოგიებზე, სერტიფიცირების საკითხებზე,  ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დახურული გამანაწილებელი სისტემებისათვის ავტორიზაციების გაცემის პროცედურებზე.

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახელი ალპების მთებში – Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ჩართულობითა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის გადაწყვეტილებით, …