სემეკმა სს „თელასი“ 25 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 25 000 ლარით დააჯარიმა.

კომისიამ საჯარო სხდომაზე განიხილა დავა შპს „ბევრილი ჯგუფსა“ და სს „თელასს“ შორის. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სს „თელასის“ მიერ შპს „ბევრილი ჯგუფისთვის“ ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა მიჩნეულ იქნა კომისიის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევად. შესაბამისად, კომისიამ სს „თელასის“ მიერ შპს „ბევრილი ჯგუფისთვის“ გატარების მომსახურების საფასურის დარიცხვა მიიჩნია უსაფუძვლოდ და კომუნალურ კომპანიას დაავალა ზედმეტად დარიცხული თანხის შპს “ბევრილი ჯგუფის” სააბონენტო დეპოზიტზე დაბრუნება.

შემთხვევითი სიახლე

UNICEF-ის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ. ზუგდიდში …