საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრმა, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარემ, მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღეს ERRA-ს გენერალური ასამბლეის და ERRA-ს წევრი ქვეყნების თავმჯდომარეთა შეხვედრებში.
ERRA-ს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებზე მაია მელიქიძე, როგორც ERRA-ს თავმჯდომარე, სიტყვით წარდგა და ორგანიზაციაში არსებულ სიახლეებსა და ენერგეტიკის სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრები პოლონეთში, ქ. ვარშავაში გაიმართა. მაღალი დონის შეხვედრების დროს ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელოვანი სიახლეები განიხილეს.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ასოციაციაში გაერთიანებული არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სემეკი ERRA-ს წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელია. სემეკის წევრი, მაია მელიქიძე ასოციაციას მეორე ვადით ხელმძღვანელობს.
შემთხვევითი სიახლე
საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების ბარიერები და ხელშემწყობები ფაქტორები
განახლებად ენერგიაზე გადასვლა აუცილებელია მდგრადი მომავლის მისაღწევად. ამ მიმართულებით დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებებიდან ერთ-ერთი, ენერგეტიკული გაერთიანებების …