სემეკის წარმომადგენელმა რევაზ გერაძემ „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის“ სტიპენდიების კონკურსში გაიმარჯვა

სემეკის წარმომადგენელმა რევაზ გერაძემ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საქართველოს რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ და ევროკავშირის დაფინანსებულ პროგრამაში – „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერა“ სტიპენდიების კონკურსში გაიმარჯვა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში რევაზ გერაძე საბერძნეთში, მაკედონიის უნივერსიტეტში ახორციელებს პოსტსადოქტორო კვლევით პროექტს. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერას და საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ხელშეწყობას.

შემთხვევითი სიახლე

კანადამ ილონ მასკის Neuralink-ს ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა

კანადამ ილონ მასკის Neuralink-ს ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა, – იუწყება Reuters-ი. საქმე ეხება …