სემეკის მთავარი მრჩეველი მაია მელიქიძე ICER-ის ვიცე თავმჯდომარედ აირჩიეს

მაია მელიქიძე, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის თავჯომარე და სემეკის თავჯდომარის მთავარი მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში, ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) ვიცე თავჯდომარედ აირჩიეს. არჩევნები პერუში, ქალაქ ლიმაში, ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმზე გაიმართა, სადაც მაია მელიქიძესთან ერთად ვიცე თავჯდომარეებად აირჩიეს ამერიკის და გერმანიის წარმომადგენლებიც.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) მიზანია ენერგეტიკის მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ენერგეტიკის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით და მისი როლის გაცნობა სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური და ბაზრის საკითხების ფართო სპექტრის მოგვარებაში.
 სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკულ ორგანიზაციებთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …