სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისათვის სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ მომდევნო 5 წელში 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ

სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისათვის სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ მომდევნო 5 წელში 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ.
კომისიამ საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ 2026-2030 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები დაამტკიცა.
საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისათვის, მომდევნო 5 წლის განმავლობაში სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ ჯამში1,964,369,002 ლარის ინვესტიციას განახორციელებენ.
სს „თელასი“ 2026-2030 წლებში 400,308,116 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელედება 1,564,060,886 ლარის ინვესტიცია. საინვესტიციო გეგმები ითვალისწინებს სააბონენტო ქსელში ჭკვიანი მრიცხველების მოწყობას და სხვადასხვა პროექტებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია გამანაწილებელი ქსელების უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო ელექტრომომარაგებისათვის.

შემთხვევითი სიახლე

ჩვენი მიზანია, რომ რეგიონი კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ოთხივე სეზონზე გახდეს ტურისტულად მიმზიდველი – სულხან თამაზაშვილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო და სამუშაო შეხვედრა …