სებ-ი, DSIK-თან თანამშრომლობით, ეკონომიკური სექტორებისთვის კლიმატთან დაკავშირებული რისკების რადარის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა German Sparkassenstiftung for International Cooperation (DSIK) თანამშრომლობით საქართველოს ეკონომიკური სექტორებისთვის კლიმატთან დაკავშირებული რისკების რადარისა და ფინანსური სექტორისთვის მისი შესაძლო გამოყენების შესახებ ანგარიში მოამზადა. ანგარიშში წარმოდგენილია კლიმატის რისკების შეფასების ბარათი (Scorecard) საქართველოს ეკონომიკური სექტორებისთვის და შეფასებულია ფინანსური სექტორის დამოკიდებულება გამოვლენილ მაღალი რისკის მქონე სექტორებზე.

კლიმატის რისკის რადარი არის შეფასების მეთოდოლოგია, რომელიც “top-down” მიდგომას იყენებს და ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით სექტორის პოტენციურ კლიმატის რისკს აფასებს. ანგარიშში წარმოდგენილი რისკის რადარი მოიცავს როგორც მწვავე და ქრონიკულ ფიზიკურ კლიმატის რისკებს, ასევე გარდამავლობის რისკებს. სხვა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) რისკები უფრო ზოგადადაა შეფასებული.

რისკების რადარის ეს შეფასების სისტემა გამოყენებულია ყველა ძირითადი სექტორისთვის. შეფასება ჩატარდა ორ-ეტაპად – თავდაპირველი ანალიზის შემდგომ ადგილობრივ ექსპერტებთან განხილვითა და ექსპერტული შეფასებების გათვალისწინებით. მას შემდეგ, რაც გამოვლინდა ის სექტორები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან მოწყვლადი კლიმატის ფიზიკური რისკებისა ან/და გარდამავლობის რისკების მიმართ, კომერციული ბანკების დამოკიდებულება ამ მაღალი რისკის სექტორების მიმართ რისკების რუქის გამოყენებით შეფასდა.

მეთოდოლოგიის აღწერა, დეტალური შედეგები და მათი შესაძლო გამოყენება წარმოდგენილია ანგარიშში, რომელიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ანგარიში ასევე წარედგინა მდგრადი ფინანსების სამუშაო ჯგუფის წევრებს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …