სებ-ი სავალუტო რეზერვებს ვერ ავსებს

თბილისი (BPI) – სავალუტო რეზერვები მცირდა. 1 მარტისთვის /2020 ქვეყნის სარეზერვო აქტივები  $ 3.4 მლრდ -მდეა დაკლებული (01.01.2020 – $ 3.48 მლრდ, 01.03.2019 -3.5 )

სებ-ს  ბაზარზე ჩაურევლობა აქვს გაცხადებული. ნოემბრის /2019  შემდეგ ინტერვენცია არ განუხორციელებია,  11/2019 –  $ 20 მლნ  გაყიდა. დეკემბერში სებ-ს სსფ-მ ურჩია სავალუტო ინტერვენციები შეეზღუდა. ტაო ჟანგის რეკომენდაციით (აღმასრულებელი დირექტორი) ინტერვენცია გადაჭარბებული ვოლატილობისას იქნებოდა მიზანშეწონილი, ასევე რეზერვების შესავსებადაც, რაც  ჯერ ვერ ხერხდება.

ბაზარი დეკემბრის მოლოდინების შენარჩუნებას ელის, რამაც გააქტიურებულ არარეზიდენტების  ხელშეწყობასაც ემსახურება. კორონავირუსის გავლენით,  წამყვანი ქვეყნების საფონდო ბაზარზე ქაოსის გამო,  ისინი ფულს საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში აბანდებენ, რომლის განაკვეთიც მაღალია, რისკი კი დაბალი. თან ლარის კურსის სტაბილურობაც ახალისებს. თუმცა შესაძლოა მიმზიდველობა დაკარგოს, თუ  სებ-ის მპკ მომავალ კვირას  პოლიტიკას შეარბილებს (თუ ფინანსთა მინისტრის წინასწარ გაცხადებულ  ვერსია  გამართლდა).

განაკვეთის დაწევა ეკონომიკის ზრდის მაპროვოცირებელია, თუმცა სჭირდება თუ არა  ჯერ დასაზუსტებელია. თებერვლის სტატისტიკა არ არის. იანვარში 5% ზრდა აღინიშნა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხის ნაკეთობების ბრენდი “თილისმა“ წარმოებას აფართოებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების …