სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2022 წლის 23 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

 

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 237 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.400 პროცენტით, მაქსიმალური 9.700 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.699 პროცენტით განისაზღვრა.

 

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტი შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …