საქსტატის დირექტორის მოადგილედ ირაკლი აფხაიძე დაინიშნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ ირაკლი აფხაიძე დაინიშნა.
✅ ირაკლი აფხაიძეს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს.
✅ 2018 წლიდან იყო საქსტატის საბჭოს წევრი. 2012-2021 წლებში მუშაობდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სხვადასხვა პროექტში მონიტორინგისა და შეფასების მენეჯერად, 2012 წელს საქსტატის მოსახლეობის 2014 წლის აღწერის საველე სამუშაოების კოორდინატორად. 2008-2012 წლებში იყო – ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსა და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ერთობლივი პროექტის მენეჯერი და გამოკვლევის კოორდინატორი. 2001-2008 წლებში იგი მუშაობდა საქსტატში სხვადასხვა თანამდებობებზე, სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის მიმართულებით.
✅ ირაკლი აფხაიძეს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სტატისტიკის სპეციალობით.

შემთხვევითი სიახლე

თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე – პრემიერი

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა …