საქმიანობები, სადაც ყველაზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა

jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 37%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 194%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2022 წელს, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, 42 523 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.geზე.

კვლევაში ასევე მოცემულია, 2022 წლის საანგარიშო პერიოდში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით.

PMCG-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი – 14 019 ვაკანსია საიტზე ლოჯისტიკა/ტრანსპორტი/ დისტრიბუციის დარგში გამოცხადდა; მას მოსდევს გაყიდვები/შესყიდვები – 12 628 ვაკანსიით, მე-3 ადგილზეა – ადმინისტრაცია/მენეჯმენტის მიმართულება, რაზეც 8 838 ვაკანსია დაფიქსირდა.

ჩამონათვალში ხვდება ასევე:

ფინანსები/სტატსიტიკა – 6 461 ვაკანსია;

ინფორმაციული ტექნოლოგიები/პროგრამირება – 2 202 ვაკანსია;

სხვა – 10 864 ვაკანსია.

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …