საქართველო ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება – იანვარმა წლიური 20% ზრდა აჩვენა

თბილისი (BPI) – იანვარში  საქართველოს 633,201 საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა (+19.8% Y.Y). მათ შორის ტურისტული –  363,614, 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვარზე (ზრდა +18.9%Y.Y).

„იანვრის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ უკუკავშირია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის მარკეტინგული აქტივობებთან. ჩვენ ერთობლივი ძალებით მივიღეთ ის შედეგი, რომელიც არის რეკორდული”, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+34.9%), სომხეთიდან (+17.5%), რუსეთიდან (+1.1%) და თურქეთიდან (+16.6%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდით გამოირჩევა: იტალია +133.1%, პოლონეთი +82.9%, საფრანგეთი +46.8%, ლიეტუვა +43.7%.

 წინასწარი მონაცემებით 2019 წლის ტურისტული შემოსავალი $3.3 მილიარდია ( +47 მლნ Y.Y).

შემთხვევითი სიახლე

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო

თბილისი (BPI) – ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სასელექციო მასალად იყენებენ და …