საქართველო-კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება იგეგმება

თბილისი (BPI) – საქართველოს კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება სურს.

ქართულმა მხარემ ინტერესი კორესი ხელისუფლებასთან უკვე დააფიქსირა. მხარეტა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება, შექმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების მხრივ.

დეტალებზე მინისტრი გიორგი ქობულია კორეის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს ლი ტე-ჰოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.

აღინიშნა, რომ არაერთი მსხვილი კორეული კომპანია, როგორიცაა, მაგალითად,  „სამსუნგი“, „ელ ჯი“ და სხვა, წარმატებით საქმიანობს საქართველოს ბაზარზე, გარდა ამისა, კომპანიები “K-Water” და “KHNP”, ასევე აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში.

საქართველო დაინტერესებულია, მეტი კორეული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ),  საჯარო სხდომაზე 2024 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა. …