საქართველო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეს მეორე წელია აღნიშნავს

ეროვნული ბანკის ინიციატივით, მეორე წელია საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ერთვება. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. წლევანდელი სლოგანია – არ წამოეგო ანკესს #იყავიკიბერფრთხილი.

 

ციფრული ტექნოლოგიების მიღწევები სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების მიღებას, ამავდროულად, იზრდება გარკვეული კიბერრისკებიც. საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ქვეყნის მთავარმა ბანკმა არაერთი პროექტი უკვე განახორციელა.

 

ეროვნული ბანკი კიბერცნობიერების ამაღლების მიზნით მთელი თვის განმავლობაში ფინანსური განათლების პორტალ ფინედუსთან (www.finedu.gov.ge), ეროვნული კიბერუსაფრთხოების ალიანსთან, საბანკო ასოციაციისა და ხუთი კომერციული ბანკის – საქართველოს ბანკის, ბაზის ბანკის, ლიბერთი ბანკის, კრედო ბანკისა და პაშა ბანკი საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით აქტივობებს განახორციელებს.

 

შემთხვევითი სიახლე

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

თუ გსურს, ისწავლო  პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები  და დაიწყო სვლა მომავალი …