21 ივნისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანო – „ ფერმერთა სათათბირო“ ექვსი თვის საქმიანობის შედეგებს შეაჯამებს და დარგობრივი უნარების ორგანიზაციასთან „აგრო დუო“ ერთად, აგრარულ სექტორში არსებულ გამოწვევებზე, პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობაზე იმსჯელებს.
განათლება სოფლის მეურნეობაში, კვლავ, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. შეხვედრის ფარგლებში, სათათბიროს წევრი ასოციაციები დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუოსთან“ ერთად, სწორედ, ამ მიმართულების განვითარებაზე იმსჯელებენ. ასევე , მხარეები განიხილავენ „აგრო დუოს“ განახლებულ წესდებას, სტრუქტურასა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმებს.
დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუო“ 2019 წლიდან უზრუნველყოფს აგრარულ სექტორში პროფესიულ განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას. ორგანიზაციის მიზანია, ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელშეწყობით სოფლის მეურნეობაში პროფესიული კადრების მომზადება/გადამზადება.