საქართველოს საგარეო ვალი $5,74 მლრდ-ია

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო ვალი 2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, $5,74 მლრდ-ია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საგარეო ვალდებულებები წლიურ ჭრილში თითქმის $347 მლნ-ით არის გაზრდილი 2019 წლის ნოემბერთან შედარებით, 2018 წლის დეკემბრის მონაცემებს კი $306 მლნ-ით აჭარბებს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას $3,9 მლრდ მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.

საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 1.06 მლრდ დოლარია. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …