საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმება იგეგმება. წელს ბანკი III-IV კურსის სტუდენტებსა და ბაკალავრიატის ახალ კურსდამთავრებულებს 15  პროგრამას სთავაზობს, რაც მათ ბანკის 45 დეპარტამენტში  სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს. პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება, დასრულებული პროგრამების მონაწილეთა 95%-მა კი საქართველოს ბანკში განაგრძო კარიერა.

ლიდერატორში ჩართული სტუდენტების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა სხვადასხვა პროფესიული, სამუშაო საჭიროებებზე მორგებული ტრენინგებითა და პროფესიონალი მენეჯერების მიერ გაწეული ინდივიდუალური მენტორინგით მიმდინარეობს. პროგრამა ანაზღაურებადია და მაქსიმალურადაა მორგებული სტუდენტების აკადემიურ გრაფიკს.

აღსანიშნავია, რომ წელს პროექტს სამი ახალი პროგრამა დაემატა: რისკების მართვა, რაოდენობრივი მოდელების ანალიტიკა, პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე.

რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის  6 თებერვლამდე გაგრძელდება. თითოეული პროგრამის უკეთ გასაცნობად და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს:  https://bit.ly/Lideratori2022

„ლიდერატორის“ მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, 1 წლის მანძილზე, როტაციის პრინციპით, სხვადასხვა მიმართულებით არაერთ პოზიციაზე დასაქმდნენ. ეს კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბანკის ფუნქციონირების 360°-ით დანახვას და კონკრეტული მიმართულებებისა და პროფესიის შესახებ სრულყოფილი ხედვის ჩამოყალიბებას. ლიდერატორი სტუდენტებისთვის შესაძლებლობაა, იპოვონ მათ ინტერესებზე მორგებული  პროგრამა და სფეროს პროფესიონალების დახმარებით, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაქმნან. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ და სხვა პროექტებით ახალგაზრდების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი სტუდენტის პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას შევუწყოთ ხელი მათი კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე” , – აცხადებს საქართველოს ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ნუცა კაციტაძე.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …