საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “მეტეხი კერამიკის” წარმადობა 41%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კერამიკული ბლოკისა და აგურის საწარმომ, „მეტეხი კერამიკამ“ წარმოების ხაზი გააფართოვა.

კომპანიის მხარდასაჭერად ბანკმა 2,5 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო, რაც ახალი დანადგარების შეძენას და საწარმოს გადაიარაღებას მოხმარდა.

„ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენს საწარმოს თანამედროვე მოწყობილობები შეემატა, რამაც წარმადობა 41%-ით გაზარდა. გარდა ამისა, გადაიარაღების შედეგად გაფართოვდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტიც. ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, რაც წარმატების ერთგვარი გარანტიაცაა“, – განმარტავს „მეტეხი კერამიკის“ წარმოების დირექტორი, ზაზა ჩიჩუა.

აღსანიშნავია, რომ „მეტეხი კერამიკა“ დღესდღეობით ერთადერთი, თანაც ეკოლოგიურად სუფთა აგურის მწარმოებელია ქვეყნის მასშტაბით. მის პროდუქციას მაღალი სიმტკიცე, თბოიზოლაცია და გეომეტრიული ზომების სიზუსტე გამოარჩევს.

„პროდუქციის ყინვაგამძლეობიდან გამომდინარე, საწარმოში დამზადებული პროდუქცია შესაძლებებლია გამოყენებული იქნას სხვადასხვა ინტერიერის თუ ექსტერიერის ფასადებში. არქიტექტურული თვალსაზრისით კი ყველაზე კარგ მოსაპირკეთებელ საშუალებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს“, – დასძენს ზაზა ჩიჩუა.

2021 წელს დაფუძნებული კომპანია წელიწადში 8 მილიონი აგურის წარმოებას უზრუნველყოფს. წარმოების პროცესში კი 300-მდე ადამიანია ჩართული. პროდუქცია როგორც ინდივიდუალური ბინების, ასევე მრავალსართულიანი კორპუსების, დეკორატიული ღობეების, ბუხრების თუ მარნების მოსაპირკეთებლად გამოიყენება. 2021 წელს ქარხანა გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდასა და 10 მილიონამდე პირობითი აგურის წარმოებას გეგმავს.

სამომავლოდ საწარმო ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოვებასაც აპირებს, რათა მომხმარებელს თერმობლოკები და სხვადასხვა ფერისა და ტექსტურის საფასადე აგურები შესთავაზოს.

 

შემთხვევითი სიახლე

აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი

თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში უკვე შესაძლებელია განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 …