საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეულის ფარგლებში Fuckup Nights Tbilisi-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება. შეხვედრა Open Space-ში, 20:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებას PAYZE-ს თანადამფუძნებელი და თანადირექტორი – კახა გელაშვილი, სპარკის გენერალური მენეჯერი – თამთა გველესიანი, WiFisher-ის კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი – გიორგი ნიშნიანიძე და Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე, გიორგი ბურდული გაუძღვებიან. ისინი ღიად ისაუბრებენ საკუთარ საქმიან მარცხებზე. შეხვედრას მოდერატორობას Kedari Ventures დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის მმართველი პარტნიორი, დიმიტრი ქუმსიშვილი გაუწევს.

ბილეთები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tkt.ge/FuckupNights

ინფორმაციისთვის, Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო და დღეისათვის უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც წარმატებული ადამიანები საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას უზიარებენ.

Techstars-ის სტარტაპ კვირეული კი 2010 წელს, კოლორადოს ქალაქ ბოლდერში დაიწყო და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ათასობით მეწარმეს უმასპინძლა. ღონისძიება კონფერენციებს, ვორკშოფებს, ჰაკათონებს, სტარტაპ ექსპოს და სხვა შეხვედრებს მასპინძლობს, რაც ხელს უწყობს როგორც სტარტაპების, ასევე, ადგილობრივი ანტრეპრენერული იდენტობის განვითარებას.

Techstars-ის სტარტაპ კვირეული საქართველოში 13 დეკემბრიდან 1 კვირის განმავლობაში მონაწილეებს ახალ ცოდნას, შესაძლებლობებსა და მოტივაციას გაუზიარებს.

Fuckup Nights Tbilisi სტარტაპ ბიუროს და Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით ხორციელდება.

ღონისძიების გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. მხარდამჭერები კი – Grant Thornton Georgia, აქსელი – საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ლურჯი ოკეანე, WiFisher და ჟუჟუნა არიან.

შემთხვევითი სიახლე

სეს-მ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული  შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). …