საფრანგეთი საქართველოს 20 წლიანი ვადიანობის 30 მლნ ევროს სესხს გამოუყოფს

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებას”(წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმის პროგრამა), რომელსაც 28 იანვარს მოეწერა ხელი.

საკრედიტო შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსათვის სესხის სახით 30 მილიონი ევროს გამოყოფას.

მომხსენებელის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, პროგრამის მიზანი წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორის მართვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბებაა, რაც თავის მხივ წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორის მართვის შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.

მისივე თქმით, ეს ასევე გააძლიერებს ქალაქად და სოფლად წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორს და უფრო ეფექტურს გახდის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინსტიტუციურ შესაძლებლობებს.

სესხის ხანგრძლივობა – 20 წელი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი – 5 წელი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …