სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობის (NAVEUR) მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა მიიღეს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საზღვაო სწავლება, ტუნისის რესპუბლიკაში ქალაქ ბიზერტასა და ლა-გულეტში, ხმელთაშუა ზღვაზე 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„აღნიშნულ ღონისძიებაში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საზღვაო უსაფრთხოებისა და კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების, მყვინთავთა და მცირე კატარღების შემადგენლობის, ასევე, სწავლების შტაბში მივლენილი სულ ოცი თანამშრომელი მონაწილეობდა. სწავლებაში ქართული მხარის ჩართულობა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) მხარდაჭერითა და კოორდინაციით განხორციელდა.

სწავლების დასრულების შემდეგ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო 5 მათგანი ტუნისის სამხედრო-საზღვაო ძალების სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ მსგავს საზღვაო სწავლებაში ქართული მხარის ჩართულობა პირველად განხორციელდა.

ღონისძიებაში 37 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საზღვაო სწავლების მიზანს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო საზღვაო ძალების შესაძლებლობების შეფასება, თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელების მიმართულებით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

ღია ბანკინგის ეკოსისტემაში კიდევ ერთი არასაბანკო ინსტიტუტი ერთვება

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „მანი მუვერსი“ კიდევ ერთი არასაბანკო ინსტიტუტია …