სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პროფესიულ სწავლებას მსურველებს უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესთავაზებს.
USAID-ის გრანტის, სს „საქართველოს რკინიგზის”, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისა” და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ჰიბრიდული ცენტრები სამტრედიასა და თეთრიწყაროში გაიხსნება.
სტუდენტები სარკინიგზო პროფესიებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაეუფლებიან. სასწავლო ფართები კოლეჯს საქართველოს რკინიგზამ გამოუყო. აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სტუდენტები სხვადასხვა რკინიგზულ პროფესიებს სწავლობენ, წარმატების შემთხვევაში კი კომპანიაში დასაქმების პერსპექტივა აქვთ.
საქართველოს რკინიგზა უკვე წლებია აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას.
შემთხვევითი სიახლე
სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ტრენინგები ჩატარდა
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში …