საპროტესტო აქციების გამო ლიბიაში ნავთობის უმსხვილესი საბადოები დაიბლოკა

ლიბიაში ნავთობის უმსხვილესი საბადოები დაბლოკილ იქნა აქციის მონაწილეების მიერ, რომლებიც მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ აბდელა ჰამიდა დბეიბას გადადგომას, იუწყება Bloomberg.

თავად აბდელ ჰამიდ დბეიბა გადადგომაზე უარს ამბობს.

საპროტესტო აქციების შედეგად დროებით დაიხურა აშ-შარარას, ელ-ფილის და კიდევ რიგი სხვა უმსხვილესი საბადოები დასავლეთ ლიბიაში. ამის გამო ქვეყანაში ბოლო 10 დღის განმავლობაში ნავთობის მოპოვება შემცირდა 1,3 მილიონი ბარელიდან 500 ათას ბარელამდე/დღეში.

თუმცა, ლიბიის ნავთობის სამინისტრომ Facebook-ზე განაცხადა, რომ საბადოები, რომლებიც პროტესტის გამო დაიხურა, შესაძლოა უახლოეს დღეებში გაიხსნას.

ლიბიის მთავრობა „საბოლოო შეთანხმების მიღწევის პროცესშია“, რომელმაც უნდა გადაჭრას საბადოების დაბლოკვის პრობლემა.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის …