“საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლა მნიშვნელოვანია ინვესტორების ყურადღების მისაქცევად“

თბილისი (BPI) – „გვაქვს კარგი შედეგი საერთაშორისო რეიტინგებთან დაკავშირებით და ასეთი ტიპის რეიტინგებში წინსვლა კარგია, რადგან ის წარმოშობს გარკვეულ ინტერესს და ეს არის ის ინტერესი, რაც გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვისთვის. ამას ემატება სხვა საერთაშორისო რეიტინგებიც”, – ამბობს საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი Trace International – ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის კომენტირებისას.

გიორგი პერტაიას თქმით, მხოლოდ რეიტინგების გამო საქართველოში ფულს არავინ ჩადებს, მაგრამ ეს რეიტინგები იწვევეს გარკვეულ ინტერეს ინვესტორების მხრიდან.
„ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ასეთი ტიპის შედეგები ძალიან გვჭირდება, იმისათვის რომ ყურადღება მივიქციოთ და შემდგომ ვემუშავოთ ინვესტიციების განხორცილებაზე,“ – განმარტავს პალატის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ინვესტორებისთვის ეს დროული გზავნილია, მით უფრო დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ისინი პანდემიის გამო გარკვეულ ცვლილებებს ახდენენ, გარკვეულ გადაადგილებებსა და საიმედო მიწოდების არხებზე ფიქრობენ, ვინაიდან პანდემიამ პირველი ტალღის დროს მოშალა ძალიან ბევრი ე.წ სანდო მიწოდების არხები.
„კორუფცია ყველგან არსებობს, აქ კი საუბარია ქვეყნებს შორის შედარებებზე და Trace International-ის კვლევა ცხადყოფს, რომ კორუფციის რისკისგან თავისუფლების მხრივ საქართველოს აქვს კარგი პოზიციები მსოფლიოში. გასაგებია, რომ პოლიტიკურად ცხელი გარემოა და საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ოპონენტები, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საინვესტიციო გარემოს კუთხით ვართ რეგიონში პირველები და ეს შედეგები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ’’- განაცხადა, სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ.

შეგახსენებთ, რომ Trace International – ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც საქართველო მსოფლიოში 28-ე, ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა, ხოლო “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლების” კომპონენტში მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

 

შემთხვევითი სიახლე

“სოკარი” საქართველოს მოქალაქეებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

თბილისი (BPI) – კომპანია „სოკარი“ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს. „სოკარი“ საქართველოს …