საერთაშორისო ვაჭრობა ციფრებში ანუ ვინ რამდენს ყიდის და ყიდულობს – საქართველო და მსოფლიო

თბილისი (BPI) – მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (Ifo Institute for Economic Research) მონაცემებით გასულ წელს საერთაშორისო ბარზებზე ყველაზე უკეთ გერმანიამ, იაპონიამ და რუსეთმა ივაჭრეს. გერმანიის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა 2018 წელს 249 მილიარდი დოლარი შეადგინა. იაპონიის ექსპორტმა იმპორტს 173 მილიარდი დოლარით გადააჭარბა. 116 მილიარდი დოლარით მეტი პროდუქცია გაყიდა ვიდრე იყიდა რუსეთმა.

როგორც ifo-ს კვლევაშია მითითებული გერმანულ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა ევროკავშირის ქვეყნებში და  ამერიკის შეერთებულ შტატებში.  თავის მხრივ აშშ-მ გასულ წელს შეიძლება ითქვას,რომ ანტირეკორდი დაამყარა. ifo -ს მონაცემებით 2018 წელს აშშ-ს უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 621 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩინეთთან დაწყებული სატარიფო ომის მიუხედავად ამერიკის სავაჭრო დეფიციტი ამ ქვეყანასთან კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. გასულ წელს შეერთებულმა შტატემა ჩინეთში 120 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაყიდა. მაშინ როცა ჩინური პროდუქციის იმპორტმა 487 მილიარდს გადააჭარბა. შეერთებულ შტატებს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს ევროკავშირთანაც. აშშ ევროკავშირში 169 მილიარდი დოლარის პროდუქციას ყიდის. 2018 წელს ევროკავშირიდან განხორციელებულმა იმპორტმა 487 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს საქართველოსაც.თუმცა ბუნებრივია,რომ ამ შემთხვევაში გაცილებით პატრა მაშტაბებზეა საუბარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, იანვარ-მაისში, 2 026.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია. ამ მაჩვენებლის თანახმად, შეიძლება ითქვას,რომ  უარყოფითი სავაჭრო სალდო 5 თვის მიხედვით, ისტორიულ მინიმუმზეა.

სპეციალისტების განმარტებით, სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირება გამოწვეულია  როგორც დსთ-ის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად. 2019 წლის იანვარ-მაისში, წმინდა ექსპორტი გაზრდილია როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე დსთ-ის ქვეყნებში.

2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველომ  ევროკავშირის ქვეყნებში  360.9 მლნ. აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა ,რაც 22.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

28.3 %-ით არის გაზრდილი ქართული პროდუქციის ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში. მიდინარე წლის 5 თვეში საქართველომ ამ ქვეყნებში 748 მილიონი დოლარის პროდუქცია გაყიდა.

 2019 წლის დასაწყისიდან საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი – ზოგადად, ამ ქვეყნებთან ბრუნვა 2019 წლის იანვრიდან აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 1.3 მლრდ დოლარს, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 34.6% -ზე მეტია.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს. გასული წლის მსგავსად საქართველოში წარმოებული პროდუქციის ყველაზე დიდ მომხმარებლად კვლავ რუსეთი რჩება. ქართული პროდუქციის ექსპორტმა ამ ქვეყანაში მიმდინარე წელს 218 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

რუსეთის დიდი წილი აქვს იმპორტშიც. მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველომ რუსეთდან 349 მილიონი დოლარის იმპორტი განახორციელა და ამ მაჩვენებლით რუსეთი მხოლოდ თურქეთს  (595.7 მლნ. აშშ დოლარი) ჩამორჩება.

საქართველოს მსგავსად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს სომხეთსაც. გასულ წელს სომხეთის  საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 მილიარდ 375 მილიონ დოლარს გადააჭარბა. აქედან ქსპორტმა 2 მილიარდ 411 მილიონი დოლარი,ხოლო იმპორტმა 4 მილიარდ 963 მილიონი დოლარი შეადგინა.  შეაბამისად უარყოფითი სავაჭრო სალდო სომხეთის შემთხვევაში 2 მილიარდ 552 მილიონ დოლარი შეადგინა.

რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა აზერბაინის შემთხვევაში. გასულ წელს აზერბაიჭანის სავაჭრო ოპერაციებმა პარტნიორებთან 30 მილიარდ 924 მილიონი დოლარი შეადგიმა. ქვეყანამ რომლის მთავარი საექსპორტო პროდუქცია ნავთობპოდუქტები და გაზია გასულ წელს ექსპორტზე 19 მილიარდ 459 მილიონის პროდუქცია გაიტანა. იმპორტმა გასულ წელს 11 მილიარდ 465მილიონს მიაღწია, შესაბამისად აზერბაიჯანის სავაჭრო ბალანსის პროფიცითმა 7მილიარდ 994 მილიონ დოლარს მიაღწია.

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …