საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა – ექსპრეს მონაცემები

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 919.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.6 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 607.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 12.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11 312.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 18.3 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 6 705.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგება

16-18 ნოემბერს, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ რიგით II საერთაშორისო კონფერენცია …