საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 3%-ით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი ივლისისათვის 38.27 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.11 მლრდ ლარით, ანუ 3.00%-ით მეტია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.75%-ით მეტი). ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 221.02 მლნ ლარით, ანუ 1.42%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.02%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 892.28 მლნ ლარით, ანუ 4.13%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 5.00%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 42.07 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.21 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.09 პროცენტული პუნქტით).
ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.63% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.45%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.04%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.47%, ხოლო ევროს წილმა 15.09% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების …