საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 3.96%-ით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი იანვრისათვის 37.16 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.42 მლრდ ლარით, ანუ 3.96%-ით მეტია პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.72%-ით მეტი). დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 191.41 მლნ ლარით, ანუ 1.25%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.02%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.22 მლრდ ლარით, ანუ 6.00%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 5.74%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 40.04 პროცენტი შეადგინა. პირველი დეკემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.54 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.64 პროცენტული პუნქტით).

დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.37% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.23%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.82%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.89%, ხოლო ევროს წილმა 15.63% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …