საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.9%-ია

2022 წლის ივნისის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.58 მლრდ ლარით, ანუ 2.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.69 პროცენტით გაიზარდა) და 2022 წლის ივნისის ბოლოს 64.2 მლრდ ლარი შეადგინა.

 

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.9 პროცენტია.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …