საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.1%-ია

2022 წლის დეკემბერის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2022 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2.9 მლრდ ლარით, ანუ 4.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.5 პროცენტით გაიზარდა) და 2022 წლის  დეკემბრის ბოლოს 70.3 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.1 პროცენტია.

შემთხვევითი სიახლე

ლიბერთიმ საერთაშორისო კონფერენციაზე ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ინოვაციური პროექტის – ,,ტელეკლინიკა MyDoc,, კონცეფცია წარადგინა

ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია “Partnerships …