საარსებო მინიმუმი ივნისში ₾188,1-ით განისაზღვა

თბილისი (BPI) – საარსებო მინიმუმი ივნისში მაისთან შედარებით ₾2-ით შემცირდა და 188,1 ლარით განისაზღვრა.

“საქსტატის” მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 15,1 ლარით არის გაზრდილი.

ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 166,6 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ – 315,5 ლარი.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 166,6 ლარით განისაზღვრა, ექვსსულიანის და მეტის კი 443,1 ლარით.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის განახლებადი ენერგიის შესახებ პანელურ სესიას მოდერატორობა გაუწია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების …