რომელი ავიაკომპანიები უბრუნდებიან ქართულ საავიაციო სივრცეს

თბილისი (BPI) – 20 ავიაკომპანია მზადაა საქართველოს საავიაციო სივრცეში ოპერირების გასაახლებლად.

ეკონომიკის მინისტრმა კომპანიებს შორის დაასახელა Wizz Air-ი, Ryanair-ი, Turkish Airlines-ი, Israir Airlines-ი, Qatar Airways-ი.

ავიაკომპანიებისა და მიმართულებების სრული ჩამონათვალი მალე გახდება ცნობილი.

“მალე უკვე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე გვექნება ავიაკომპანიების არამარტო დასტური, არამედ ფრენების კონკრეტული თარიღები. უკვე დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ, ვინც აქამდე ასრულებდა რეგულარულ ფრენებს საქართველოში, დაადასტურა თავისი მზადყოფნა,​”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …