როდის დაიწყებს თურქეთი შავ ზღვაში მოპოვებული ბუნებრივი აირის მიწოდებას?

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავ ზღვაში მოპოვებული ბუნებრივი აირის შესახებ განაცხადა: „2023 წლის პირველ კვარტალში, ჩვენ ყოველდღიურად 10 მილიონი კუბური მეტრ ბუნებრივ აირს მივაწვდით ჩვენს ეროვნულ გადამცემ სისტემას“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა მაის შესახებ, შავი ზღვის ფსკერზე ბუნებრივი აირის ამოღებასთან დაკავშირებით მილსადენების ჩაყრის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა პროგრამაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა: “ძალიან მოხარულები ვართ, რომ შავ ზღვაში გაზის მოპოვებასთან დაკავშირებით მივაღწიეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სტადიას. 2023 წლის პირველ კვარტალში ჩვენი ეროვნული გაზის ტრანსპორტირების სისტემაში 10 მილიონი კუბური მეტრის ოდენობის ბუნებრივი გაზი გაეშვება. იმედი გვაქვს, რომ საქარიას გაზის საბადო მოპოვების პიკს 2026 წელს მიაღწევს. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ჩვენი დღიური გაზის მოპოვების მაჩვენებელი 40 მილიონ კუბურ მეტრამდე, 40 ჭაბურღილით, რომელიც უნდა გაიბურღოს საბურღ ველზე“.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …