როდესაც ფინანსურ სერვისს ვუხორციელებთ სხვა მომხმარებელს ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ლიცენზია – პაპუნა ლეჟავა

საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი კანონდარღვევა გარკვეული გასამრჯელოს აღების სანაცვლოდ. ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეების ანგარიშებზე, მათი თანხმობით, ხდება რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა. აღნიშნული ტრანზაქციისთვის კი საქართველოს მოქალაქე იღებს გარკვეულ გასამრჯელოს და გადმორიცხულ თანხას და მის ადრესატს უბრუნებს.

აღნიშნულ ტრანზაქციაზე კი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ ეს არის კანონდარღვევა და აღნიშნული სერვისის გაწევა საჭიროებს ლიცენზირებას.

„ასეთი თუ ხდება არის არალეგალური. არამხოლოდ სანქციებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად. როდესაც ჩვენ ფინანსურ სერვისს ვეწევით და ფინანსურ სერვისს ვუხორციელებთ სხვა მომხმარებელს ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ლიცენზია. როდესაც ამას ვაკეთებთ ლიცენზიის გარეშე ეს არის კანონდარღვევა“, – აცხადებს პაპუნა ლეჟავა.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …