როგორ უნდა მოიქცნენ სესხის გადავადების მსურველები – ბანკები განაცხადების მიღებას იწყებენ

თბილისი (BPI) – სესხების ივნისი-აგვისტოს პერიოდში გადავადების მსურველებისთვის კომერციული ბანკების ვებგვერდზე სპეციალური განაცხადი დაიდება, რომლის შევსების შემდეგ ბანკი კლიენტთან ინდივიდუალურ პირობებზე შეთანხმდება.

საშეღავათო პერიოდი კი 10 ივნისიდან ჩაირთვება. დასაქმებული მოქალაქეებისთვის შესაძლო შეღავათებისგან განსახვავებით, სამუშაო დაკარგულებისთვის შეთავაზება ავტომატურად გაკეთდება.

მარტი-მაისის პერიოდის შეღავათის მიმღებ 600 000-ზე მეტის მომხმარებლიდან (გადავადებულია ₾ 18.3 მლრდ -ის სესხები) ნახევრაზე მეტი გადავადებით ვეღარ ისარგებლებს. 01.05.2020 -ის მდგომარეობით, საბანკო სექტორში ფიზიკური პირებისთვის გაცემული 17.3 მლრდ ლარის სესხებიდან, ყველაზე მოცულობითი – ₾ 7.5 მლრდ იპოთეკური სესხების პორტფელია. აპრილში, 300 მლნ ლარზე მეტის სესხები არ გაცემულა და მათ შორის იპოთეკა 28 მლნ-ზე მეტი არ არის. სულ, 2.9 მლნ სესხია გაცემული. 72 000 სესხი უცხოურ ვალუტაშია გაცემული.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის განახლებადი ენერგიის შესახებ პანელურ სესიას მოდერატორობა გაუწია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების …