რკინიგზის დელეგაციამ კრაკოვში სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თბილისი (BPI) – “საქართველოს რკინიგზის” დელეგაციამ  პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კრაკოვში გამართულ რიგით მესამე სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.

“საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ პოლონეთის სამთავრობო უწყებები, მსხვილი ბიზნესის და სექტორის უცხოელი წარმომადგენლები.

დავით ფერაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, ისაუბრა ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ სატრანსპორტო დერეფნებზე და „საქართველოს რკინიგზის” ინიცირებულ სხვადასხვა პროექტებზე. კონფერენციის ფარგლებში „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციამ ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა  PKP LHS-ს წარმომადგენლებთან და შეჯერდა ერთობლივი სამოქმედო გეგმა ევროპა-აზია-ევროპას მარშრუტზე დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის გამოყენებით.

ქართულმა მხარემ, კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველო-რუმინეთსა და საქართველო-უკრაინას შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კონტეინერების გადაზიდვის ხანგრძლივობას და ღირებულებას შავ ზღვაზე.

შემთხვევითი სიახლე

მელიორაციის სექტორში სემეკის მიერ განხორციელებული რეგულაციები მსოფლიო ბანკმა დადებითად შეაფასა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქართველოს მელიორაციის სექტორში განხორციელებულმა რეგულაციებმა მსოფლიო …