რატომ შეუჩერდა ზოგიერთ გაზგამანაწილებელ კომპანიას აკრედიტაცია – დავით ნარმანიას განმარტება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, საქართველოში რამდენიმე გაზგამანაწილებელ კომპანიას ოპერირება შეუჩერდა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ შეძლეს შესაბამისი ლიცენზიის აღება. დავით ნარმანიას განმარტებით, ამ ყველაფრის მიზეზია მოცემული კომპანიების მომსახურების დაბალი ხარისხი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების გარკვეულ ნაწილს უჭირს მომხმარებლისთვის შესაბამისი ხარისხის მომსახურების გაწევა. აქედან გამომდინარე კომისიამ რამდენიმე მათგანს არ მისცა აკრედიტაცია. ახალი კანონით ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ, ყველა ლიცენზიანტი დაექვემდებარა ხელახალ აკრედიტაციას და შესაბამისად სააკრედიტაციო პირობებიც დადგინდა. მოცემული ცვლილებების ფონზე  ამ პირობებთან შეუთავსებლობის გამო, რამდენიმე გაზგამანაწილებელ კომპანიას არ მიეცა აკრედიტაცია, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ მათ ეს გაზგამანაწილებელი ქსელი მიეყიდათ სხვა უფრო ძლიერი კომპანიისთვის, ან მიეცათ იჯარით. ეს პროცესი მიმდინარეა. 25-მდე გაზგამანაწილებელი კომპანია იყო ქვეყანაში, დღეს კი მხოლოდ 18-ია, რომლებსაც დავუდგინეთ ტარიფი გასული წლის ბოლოს.

აქვე აღვნიშნავ, რომ შერწყმის პროცესი კომპანიებს შორის ახლაც მიმდინარეობს, კერძოდ ორი გაზგამანაწილებელი კომპანიის შერწყმა. უფრო კონკრეტულად, ერთი ამ ეტაპზე რეგიონში, ხოლო მეორე თბილისში მიმდინარეობს. საბოლოოდ ამ პროცესისი მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალურად კვალიფიციურმა და ძლიერმა კომპანიებმა გაუწიონ მომსახურება“. – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …