რატომ უნდა ისარგებლოს მომხმარებელმა *303# მომსახურებით

*303# მომსახურება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მობილურ ტელეფონებზე *303# კოდის აკრეფით კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ან/და კომუნალური მომსახურების კომპანიებიდან გამოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. აღნიშნული მომსახურება სემეკმა 2022 წლიდან დანერგა, რომელიც ეტაპობრივად ვითარდება, მაგალითად:

  • 2022 წლიდან *303# აკრეფით მომხმარებლებს შეუძლიათ ტელეფონზე მოითხოვონ დარიცხვის გადამოწმება, მათ შორის, მიმდინარე დარიცხვა (დამერიცხა მეტი, დამერიცხა ნაკლები, დაანგარიშდა არასწორი ტარიფით, ქსელური მომსახურების საფასურის დარიცხვაზე), ასევე დეპოზიტის დარიცხვა ან თუნდაც საერთოდ არ დარიცხვა.
  • გარდა ამისა, მოცემული მომსახურებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააფიქსიროს ამა თუ იმ ტერიტორიულ ერთეულზე მომარაგების პრობლემაც, მათ შორის, როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვა/წნევის პრობლემა, ძაბვის ციმციმი, წნევის ცვალებადობა, ასევე ხშირი წყვეტა და სასმელი წყლის ხარისხი.

გარდა ამისა, *303# საშუალებით შესაძლებელია მომხმარებელმა მრიცხველის ჩვენება დააფიქსიროს, ასევე დააფიქსიროს ავარიული წყვეტა ოპერატიული რეაგირების მიზნით. *303# მომსახურებით სარგებლობა ასევე შესაძლებელია შპს „დიდი დიღომის“ (დიდი დიღომის გაზის) მომხმარებლებისთვისაც. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია დაამატოს ტელეფონის ნომერი სასურველ აბონენტზე.

იმ შეთმხვევაში თუ თუ *303#-ის მეშვეობით დაფიქსირებულ პრობლემაზე კომუნალური საწარმო მხრიდან არ მოხდება სათანადო რეაგირება, განაცხადით მიმართეთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: mail@gnerc.org-ზე. უშუალოდ განაცხადის ფორმები იხილეთ აქ.

ინფორმაციისთვის, სემეკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ *303#-ის მეშვეობით 2021 წელს მომხმარებლების მიერ განხორციელდა 1,722,168 ტრანზაქცია, 2022 წელს კი – 1,377,658 ტრანზაქცია. სემეკის მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს კომპენსაციის სახით გადაუხადეს 869 235  ლარი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …