რას გულისხმობს ვირტუალური ნეტო აღრიცხვა

ვირტუალური ნეტო აღრიცხვა საშუალებას იძლევა რამდენიმე აბონენტმა იქონიოს საერთო მზის სადგური, ასევე შესაძლებელია აბონენტები იმყოფებოდნენ სხვადასხვა ლოკაციაზე (მაგრამ ერთი და იგივე პროვაიდერის ქვეშ). როგორც სემეკის ელექტროენერგიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თორნიკე აფრიაშვილი აღნიშნავს, ვირტუალური ნეტო აღრიცხვა მოიცავს ისეთ სისტემას, როდესაც სადგური შეიძლება სხვა ლოკაციაზე იყოს განთავსებული, ხოლო მომხმარებელი და მომხმარებელთა ჯგუფი იყოს სხვა ლოკაციაზე.  თუმცა აქ არის ასევე ერთი პირობა აუცილებლად შესასრულებელი, კერძოდ, მომხმარებელი უნდა იყოს ერთი პროვაიდერის ქვეშ.

„ვირტუალური ნეტო აღრიცხვის სისტემა ხელს უწყობს, რომ თავად მომხმარებელმა შეარჩიოს ის ადგილი და ლოკაცია, რომელიც არის მისთვის ენერგეტიკულად ღირებული. მაგალითად, თუ ავიღებთ მზის ელექტროსადგურებს ვიცით, რომ სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველო მზიანი საათების რაოდენობით გამოირჩევა. შესაბმისად, შესაძლებელია, პირობითად, სამხრეთ საქართველოს რომელიმე წერტილში შეირჩეს ლოკაცია, აშენდეს მზის ელექტროსადგური და ამავდროულად, ზღვისპირეთში რომელიმე სასტუმრომ ან კომპლექსმა გაქვითოს აქედან გამომუშავებული ენერგია. ასევე შესაძლებელია, რომ დასავლეთში აშენდეს ჰიდროელექტროსადგური და გამომუშავებული ენერგიის თბილისის შემოგარენში, ან კახეთის რეგიონში, ან სხვაგან გაქვითვა მოხდეს. ვირტუალური ნეტო აღრიცხვა ამის შესაძლებლობას იძლევა. უშუალოდ თბილისის შემთხვევაში ეს ცოტა რთული იქნება, რადგან თბილისში ოპერირებს სააქციო საზოგადოება თელასი და იკეტება როგორც ერთი გამანაწილებლის ქვეშ“.აცხადებს თორნიკე აფრიაშვილი.

შემთხვევითი სიახლე

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

თუ გსურს, ისწავლო  პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები  და დაიწყო სვლა მომავალი …